სალექციო პროცესის ჩაშლის მცდელობა
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ლექციის ჩაშლა სცადეს. სტუდენტების ნაწილი ამბობს, რომ ადგილზე ნაციონალური მოძრაობის აქტივისტები იმყოფებოდნენ, რომლებსაც, ადგილზე ხელმძღვანელობდა პარტიის ერთერთი ლიდერი, გიორგი მუმლაძე. ფაქტი ფეისბუქ პოსტით დაადასტურა გიორგი მუმლაძემ. აქტივისტებსა და სტუდენტებს შორის დაპირისპირებაც მოხდა. ირაკლი კობახიძის სტუდენტებმა ნაცმოძრაობის აქტივისტები, აუდიტორიიდან გააძევეს.
