მეტროსადგურმა „გოცირიძემ“ მგზავრთა მომსახურება განაახლა
მეტროსადგურ „გოცირიძის“ სრული რეაბილიტაცია დასრულდა და დღეიდან მგზავრებს ჩვეულ რეჟიმში ემსახურება. განახლებული მეტრო სადგური დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დაათვალიერა. სადგურის რეაბილიტაციის ფარგლებში, განახლდა ინტერიერი, ექსტერიერი. სადგური ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის პირებისთვის. დამონტაჟდა ორი ლიფტი და მოეწყო სპეციალური ბილიკები. გარემონტდა თანამშრომლებისთვის განკუთვნილი ოთახები და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, შეიცვალა გახმოვანების სისტემა. სრულად გამოიცვალა სადგურის ელექტრო სისტემები.
