თბილისის საკრებულოს სხდომა
თბილისის საკრებულომ გუშინდელ სხდომაზე რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი განიხილა და დაამტკიცა. მათ შორის დეპუტატებმა მიმდინარე წლის ბიუჯეტის ზრდას დაუჭირეს მხარი, რომელიც ქალაქში ინფრასტრუქტურულ პროექტებს მოხმარდება. კიდევ ერთი პროექტი, რომელსაც კენჭი უყარეს იყო ისტორიულ უბნებში ავარიული სახლების რეაბილიტაცია, ჩანაცვლების პროგრამა.
