ვითარება უკარინაში
უკრაინა აღმოსავლეთის ფრონტზე ოკუპანტთა იერიშებს იგერიებს. მძიმე დანაკარგების მიუხედავად, რუსული ძალები ბახმუტზე სრული კონტროლის დამყარებას ვერ ახერხებენ. მძიმე ბრძოლები გრძელდება კუპიანსკის, ავდეევკის, ლიმანის, მარინსკისა და შახტერსკის მიმართულებითაც. პარალელურად, საოკუპაციო ძალები უკრაინის ქალაქებს ბომბავენ. ღამით განგაშის სიგნალი იყო ჩართული კიევის, ზაპოროჟიის, დნიპროს, პოლტავის, ჩერნიგოვისა და ჟიტომირის ოლქებში.
