საფრანგეთში საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებით მღელვარება არ ცხრება
პარიზში პოლიციამ საპროტესტო აქცია წყლის ჭავლისა და ცრემლსადები აირის გამოყენებით დაშალა. არეულობის მორიგი ტალღა ევროპულ ქვეყანაში მას შემდეგ დაიწყო, რაც პრეზიდენტმა სადავო საპენსიო რეფორმა პარლამენტში კენჭისყრის გარეშე მიიღო. პროფესიულმა კავშირებმა ემანუელ მაკრონი ხელისუფლების უზურპაციაში დაადანაშაულეს. ოპოზიციური პარტიების ნაწილი კი მთავრობისადმი უნდობლობის საკითხის დაყენებასაც არ გამორიცხავს.
