ახალი პანდუსის მშენებლობა
გოთუას ქუჩისა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს დამაკავშირებელი ახალი პანდუსის მშენებლობა დაიწყო. დედაქალაქის მერი საწყისი ეტაპის სამუშაოებს გაეცნო. ვინაიდან მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და გოთუას ქუჩის დამაკავშირებელი ორმხრივი პანდუსი ვერ უზრუნველყოფს საავტომობილო მოძრაობის უსაფრთხოებას, თბილისის მერიამ მიიღო გადაწყვეტილება, კიდევ ერთი პანდუსი მოეწყოს. პროექტის დასრულების შემდეგ, არსებულ პანდუსზე საავტომობილო მოძრაობა ცალმხრივი გახდება და ავტომობილებს გადაადგილება სანაპიროდან გოთუას ქუჩის მიმართულებით შეეძლებათ.
