ბრიტანელი დიპლომატის ვიზიტი
გაერთიანებული სამეფო მხარს უჭერს საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე და მოუწოდებს რუსეთს, შეასრულოს 2008 წელს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები. ეს განცხადება თბილისში გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების საქმეთა სახელმწიფო მდივნმა გააკეთა. ერთობლივ პრესკონფერენციამდე ჯეიმს კლევერლის ილია დარჩიაშვილმა საგარეო საქმეთა სამინისტროში უმაპინძლა.
