ბრიტანელი დიპლომატი მედიის წარმომადგენლებს შეხვდა
გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების საქმეთა სახელმწიფო მდივანი, საქართველოდან გამგზავრებამდე, მედიის წარმომადგენლებს შეხვდა. ჟურნალისტებთან საუბრისას, მან კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ მტკიცე მხარდაჭერა. ჯეიმს კლევერლიმ ხაზი გაუსვა, რომ რუსული საფრთხის და წნეხის გათვალისწინებით, უკრაინის მხარდასაჭერად ჩვენი ქვეყანა მაქსიმუმს აკეთებს.
სიუჟეტის ავტორი: მარიამ გიგანი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
