„მობილური იუსტიციის სახლი“ ქვემო ქართლში
„მობილური იუსტიციის სახლი“ - უკვე ქვემო ქართლის რეგიონის მოსახლეობასაც მოემსახურება. 470-ზე მეტი სერვისით ჯამში 23 000-მდე მომხმარებელი ისარგებლებს. „მობილური იუსტიციის სახლის“ ახალმა ავტომანქანამ პირველი მომსახურება მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ალგეთის მცხოვრებლებს გაუწია. მომსახურების პროცესს იუსტიციის სახლის თავმჯდომარე და ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული პირადად დააკვირდნენ და მოქალაქეებს სერვისის ხელმისაწვდომობაზე ესაუბრნენ.