პროკურატურასა და კომპანია „ამბრი სოლუშენზს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
პროკურატურასა და კომპანია „ამბრი სოლუშენზს“ შორის ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. შეთანხმების ფარგლებში, კომპანია გენერალურ პროკურატურას გადასცემს მის მიერ შექმნილი პლატფორმით სარგებლობის უფლებას. პლატფორმა საგამოძიებო უწყებას შესაძლებლობას მისცემს სწრაფად და ეფექტიანად გამოიძიოს კიბერდანაშაულის ფაქტები, დროის მცირე მონაკვეთში გამოავლინოს არალეგალური კრიპტოტრანზაქციები, შეძლოს მათი ანალიზი და თვალყურის დევნება.
