საფრანგეთში საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებით გამართულ დემონსტრაციაზე სამართალდამცველებმა 217 ადამიანი დააკავეს
საფრანგეთში საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებით გამართულ დემონსტრაციაზე სამართალდამცველებმა 217 ადამიანი დააკავეს. როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, პარიზის ცენტრალურ ნაწილში შეკრებილი აქტივისტები პოლიციას სხვადასხვა ნივთებს ესროდნენ. ისინი მანქანებს, ნაგვის ურნებსა და მაღაზიებს ცეცხლს უკიდებდნენ. სამართალდამცველებმა აქტივისტების დასაშლელად ცრემლსადენი აირი და წყლის ჭავლი გამოიყენეს.
