ჩინეთის ლიდერი მოსკოვში ჩავა
უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ პირველად, ჩინეთის ლიდერი მოსკოვში ჩავა. ვიზიტი სამდღიანია. სი ძინპინი რუსეთში ვლადიმირ პუტინმა მიიწვია. დაგეგმილია ორი ქვეყნის მეთაურების შეხვედრა. ჩინეთის საგარეო უწყების ცნობით, სი ძინ პინი და ვლადიმირ პუტინი ორ ქვეყანას შორის პარტნიორული ურთიერთობების შემდგომ განვითარებასა და სტრატეგიული თანამშრომლობის აქტუალურ საკითხებს განიხილავენ.
