ალან გაგლოევი კრემლში პუტინს შეხვდა
ვლადიმირ პუტინმა კრემლში ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ეგრეთ წოდებული პრეზიდენტი ალან გაგლოევი მიიღო. კრემლის ცნობით, შეხვედრის მთავარი თემა მოსკოვსა და ცხინვალს შორის მრავალმხრივი ურთიერთობები იყო. რუსული მედია იუწყება, რომ ვლადიმირ პუტინი ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის უსაფრთხოებასაც შეეხო და აღნიშნა, რომ უსაფრთხოებას ადგილზე განლაგებული რუსული სამხედრო ბაზა უზრუნველყოფს.
