ტყუილზე დაფუძნებული პროტესტი
ოპოზიციის ნაწილი თანხმდება, რომ ევროპული რეკომენდაციების შესასრულებლად აუცილებელია პარლამენტში მუშაობის გაგრძელება. ეს იმ ფონზე, როდესაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 9 აპრილს აქცია დააანონსა. ოპოზიციური პარტიის ამ გადაწყვეტილებამ უკმაყოფილება თავად ოპოზიციაშიც გააჩინა. ამის ერთ-ერთი მაგალითია თამარ კორძაიას განცხადება საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, მან „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ და პარლამენტიდან გამოთხოვილ კანონპროექტს ე.წ - ლი რუსული კანონი უწოდა.
