პროტესტი ისრაელში
საპროტესტო გამოსვლები გრძელდება ისრაელშიც. თელ-ავივში სასამართლო რეფორმის წინააღმდეგ გამართულ მსვლელობაში ასობით ათასმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. აქციის მონაწილეების მტკიცებით, რეფორმა საფრთხეს უქმნის სასამართლოს დამოუკიდებლობას და მთავრობას საშუალებას აძლევს, საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებული სასამართლოს გადაწყვეტილებები უგულებელყოს.
