ფრანგული ჯავშანმანქანები უკრაინაში ჩავიდა და ზოგიერთი უკვე წინა ხაზზე გაიგზავნა
ამის შესახებ საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა სებასტიენ ლეკორნუმ განაცხადა. მინისტრს არ დაუკონკრეტებია გადაცემული ჯავშანმანქანების რაოდენობა. მისი თქმით, უკრაინისთვის ჯავშანმანქანების გადაცემის პროცესი ორ თვეს გაგრძელდა, ვიდრე უკრაინულ ეკიპაჟებს გადაამზადებდნენ.
