ევროკავშირის დროშის დაწვის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხუთი ადამიანი ადმინისტრაციული წესით დააჯარიმა
14 მარტს რუსთაველის გამზირზე გამართული აქციის დროს ევროკავშირის დროშის დაწვის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხუთი ადამიანი ადმინისტრაციული წესით დააჯარიმა. როგორც ცნობილია ევროკავშირის, ნატოს ან სხვა საერთაშორისო ორგანიზაციის ოფიციალური სიმბოლოს ან სხვა სახელმწიფოს დროშის, გერბის შებღალვა 1000 ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს.
