ამერიკის თავდაცვის უწყებამ შავი ზღვის თავზე ამერიკული დრონის ჩამოვარდნის კადრები გაასაჯაროვა
ამერიკის თავდაცვის უწყებამ შავი ზღვის თავზე ამერიკული დრონის ჩამოვარდნის კადრები გაასაჯაროვა. ვიდეორგოლი 40 წამს გრძელდება, სადაც კარგად ჩანს, რომ რუსული მოიერიშე თვითმფრინავი ჯაშუშ დრონს უახლოვდება, მის სიახლოვეს ცლის საწვავს და უპილოტო საფრენ აპარატს გზას უჭრის.
