თურქეთში მიწისძვრით დაზარალებულ ორ პროვინციაში წყალდიდობას 14 ადამიანი ემსხვერპლა, 5 კი დაკარგულად მიიჩნევა
თურქეთში მიწისძვრით დაზარალებულ ორ პროვინციაში წყალდიდობას 14 ადამიანი ემსხვერპლა, 5 კი დაკარგულად მიიჩნევა. დატბორილია ქუჩები. ნიაღვარმა წაიღო მანქანები. რამდენიმე ადამიანია ევაკუირებული კარვებიდან, სადაც ისინი მიწისძვრის შემდეგ ცხოვრობდნენ. ადგილზე სამაშველო ბრიგადები მუშაობენ.
