პროკურატურამ ტრანსნაციონალური დანაშაულის მორიგი ფაქტი გამოავლინა
პროკურატურამ ტრანსნაციონალური დანაშაულის მორიგი ფაქტი გამოავლინა და ფულის გათეთრების ფაქტზე ირანის მოქალაქე დააკავა. ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ფინანსური დანაშაულებისთვის ბრალდებულმა ირანის მოქალაქემ, მის ხელთ არსებული უკანონო და დაუსაბუთებელი თანხისთვის კანონიერი სახის მისაცემად შეიმუშავა დანაშაულებრივი სქემა, რაც საქართველოს ტერიტორიაზე ეტაპობრივად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულადი თანხების არალეგალური გზით, ფარულად შემოტანას და სხვადასხვა პირების სახელით საკუთარ საბანკო ანგარიშებზე ჩარიცხვას გულისხმობდა.
