რადიკალების პიართაღლითობა
მმართველი გუნდი აცხადებს, რომ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის ჩაგდებით ხელისუფლებამ სწორი და ადეკვატური გადაწყვეტილება მიიღო. “ქართულ ოცნებაში” ამბობენ, რომ ოპოზიციამ საქართველოს წინააღმდეგ ყალბი კამპანია აწარმოა, რომ თითქოს პროექტი რუსული იყო და თითქოს საქართველო ევროპას შორდებოდა.
