"იმედი" 20 წლისაა
დღეს ტელეკომპანია „იმედის“ დაბადების დღეა. ბადრი პატარკაციშვილის ტელევიზია პირდაპირ ეთერში პირველად 2003 წლის 15 მარტს გავიდა. საქართველოში პირველად სწორედ ტელეკომპანია „იმედმა“ დაიწყო ლიცენზირებული პროდუქციის ჩვენება. „იმედი“ ერთ-ერთი ყველაზე სანდო და რეიტინგული არხია. ტელევიზიას არაერთი მძიმე პერიოდი ახსოვს. 2007 წლის შვიდ ნოემბერს, მშვიდობიანი აქციის დარბევა, ტელეკომპანია „იმედში“ სპეცრაზმის შემოჭრით დასრულდა. არხის მფლობელებს ტელეკომპანია წაართვეს და ის ხელისუფლების კონტროლის ქვეშ გადავიდა. მფლობელებმა არხი მხოლოდ 2012 წელს, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ დაიბრუნეს.
