ევროკავშირი უკრაინის საბრძოლო მასალების შესავსებად 2 მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო პაკეტზე მუშაობს
გამოცემა პოლიტიკოს მიერ მოპოვებული დოკუმენტების მიხედვით, პირველ რიგში, ევროკავშირი მილიარდ ევროს იმ წევრი სახელმწიფოების ნაწილობრივი ანაზღაურებისთვის გამოყოფს, რომლებიც საკუთარი მარაგიდან კიევისთვის საბრძლო მასალის დონაციას დაუყოვნებლივ შეძლებენ, კიდევ ერთი მილიარდი ევრო კი ახალი საბრძოლო მასალების ერთობლივად შეძენისთვის დაიხარჯება.
