შეერთებული შტატები მოსკოვს არაკომპეტენტურ და უგუნურ ქმედებებში ადანაშაულებს
საქმე ეხება შავი ზღვის საერთაშორისო წყლების თავზე რუსული ავიაგამანადგურებლის ამერიკულ დრონთან შეჯახებას. პენტაგონის მტკიცებით შეჯახებამდე რუსულმა თვითმფრინავმა დრონის მიმართულებით საწვავი დაღვარა, შემდეგ კი საფრთხის შემცველი მანევრი შეასრულა და უპილოტო საფრენი აპარატი დააზიანა.
