საფრანგეთში პროტესტი გრძელდება
საფრანგეთში საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებით გაფიცვა გრძელდება. აქციის მონაწილეებმა საავტომობილო გზებზე საწვავის მწარმოებელი ფრანგული კომპანიების გადასაზიდ ავზებს გადაადგილება შეუზღუდეს. საფრანგეთის სენატმა საპენსიო რეფორმა 12 მარტს დაამტკიცა. გადაწყვეტილებას მხარი 195-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი 112 იყო.
