პრემიერ-მინისტრის ექსკლუზიური ინტერვიუ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის ჩაგდებით, ხელისუფლებამ სახელმწიფოებრივად სწორი და გონივრული გადაწყვეტილება მიიღო. პრემიერი ამბობს, რომ მმართველი გუნდი გაუფრთხილდა ქვეყნის სტაბილურობასა და მშვიდობას, ხოლო ოპოზიციიის ამოცანა დესტაბილიზაცია იყო.
