თბილისის მერიამ მაიაკოვსკის ძეგლის მიმდებარედ არსებული სკვერისა და კუნძულ ტექსელის სკვერის რეაბილიტაცია დაიწყო
თბილისის მერიამ, დიღმის მასივში, მაიაკოვსკის ძეგლის მიმდებარედ არსებული სკვერისა და კუნძულ ტექსელის სკვერის რეაბილიტაცია დაიწყო. ორივე რეკრეაციულ სივრცეში დაზიანებულია მწვანე საფარი, ფურნიტურა, ფილები და საბავშვო ატრაქციონები.