ოსკარის დაჯილდოების 95-ე ცერემონია გაიმართა
ლოს ანჯელესში ოსკარის დაჯილდოების 95-ე ცერემონია გაიმართა. ამერიკის კინოაკადემიის მთავარი ჯილდო შვიდ ნომინაციაში, მათ შორის, საუკეთესო ფილმისა და საუკეთესო რეჟისურის ნომინაციაში ფილმმა “ყველაფერი ყველგან ერთდროულად“ მოიპოვა. მამაკაცის როლის საუკეთესო შემსრულებლად ბრენდან ფრეიზერი დასახელდა. ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის კი “ოსკარი” მიშელ იოუს გადაეცა. დოკუმენტური ფილმების კატეგორიაში გაიმარჯვა რუს ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნიზე გადაღებულმა ფილმმა „ნავალნი.“ ცერემონიას ოპოზიციონერის მეუღლე დაესწრო.
