საზოგადოებრივი პროტესტის მიუხედავად საფრანგეთის სენატმა საპენსიო რეფორმა დაამტკიცა
გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა 195-მა დეპუტატმა, წინააღმდეგ კი ხმა 112-მა მისცა. ემანუელ მაკრონის მიერ ინიცირებული რეფორმა საპენსიო ასაკის 64 წლამდე გაზრდას ითვალისწინებს. საპენსიო რეფორმას პარიზსა და ქვეყნის დიდ ქალაქებში ასობით ათასი ადამიანი აპროტესტებს.
