მოლდოვის დედაქალაქში ანტისამთავრობო აქცია გაიმართა
აქციის მონაწილეებმა ფასების ზრდა გააპროტესტეს და მთავრობისგან კომუნალური ხარჯების დაფარვა მოითხოვეს. ისმოდა ნატოში გაწევრიანებაზე უარის თქმისა და ნეიტრალიტეტის გამყარების მოწოდებებიც. აქცია პრორუსული პარტიის მიერ იყო ორგანიზებული, რომელიც შეერთებულ შტატებს სანქცირებულთა სიაში ჰყავს შეყვანილი.
