ზელენსკიმ ალექსანდრ მაციევსკის გმირის წოდება მიანიჭა
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, საბოლოოდ დადასტურდა, რომ უკრაინელი სამხედრო, რომლის დახვრეტის კადრებიც რამდენიმე დღის წინ გავრცელდა, სნაიპერი ალექსანდრ მაციევსკია. უწყების განცხადებით, მაციევსკი ოკუპანტებმა 2022 წლის 30 დეკემბერს დახვირტეს. ვიდეოჩანაწერი მედიაში გასულ კვირას გავრცელდა. მამაკაცი, რომელიც კადრებში ჩანს, ამბობს „დიდება უკრაინას“, რის შემდეგაც მას ცეცხლს უხსნიან. უკრაინის პრეზიდენტმა ალექსანდრ მაციევსკის გმირის წოდება მიანიჭა.
