უკრაინაში, ყველაზე მძიმე ვითარება ბახმუტშია
მძიმე დანაკარგების მიუხედავად, რუსული ძალები ქალაქზე სრული კონტროლის დამყარებას ვერ ახერხებენ, თუმცა ქალაქში მყოფი უკრაინელი სამხედროების ალყაში მოქცევის მცდელობას არ წყვეტენ. უკრაინული მხარის მონაცემებით, მხოლოდ გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსებმა ბახმუტში 240-მდე ჯარისკაცი დაკარგეს.
