რუსეთის დანაკარგი ომში
რუსეთი უკრაინასთან ომში მძიმე დანაკარგებს განიცდის, თუმცა ომის შედეგები რუსეთის რეგიონებზე სხვადასხვაგვარად აისახება. ამის შესახებ ბრიტანეთის დაზვერვის ანგარიშშია ნათქვამი. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მოსკოვი და სანქტ-პეტერბურგი ომში დანაკარგების მხრივ შედარებით ნაკლებად არიან დაზარალებულები. რუსეთის აღმოსავლეთ რეგიონებში კი დანაკარგი 30-40 ჯერ მეტია. ყველაზე მეტად ეთნიკური უმცირესობები დაზარალდნენ. მაგალითად, ომში დაღუპულთა 75 პროცენტს ყაზახები და თათრები შეადგენენ.
