პრემიერი: "მეორე ფრონტს" არ დავუშვებთ
პრემიერ-მინისტრმა ომზე ისაუბრა. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, “ქართული ოცნება” არ დაუშვებს მეორე ფრონტს და ამის ილუზია არავის უნდა ჰქონდეს. პრემიერის თქმით, მათ მიმართ, ვინც ცდილობს ქვეყანაში შემოიტანოს დესტაბილიზაცია და ომი, ხელისუფლება უკომპრომისო იქნება.
