საქართველო კანდიდატის სტატუსის მოლოდინში
„იმედის კვირაში“ ირაკლი ღარიბაშვილმა ისაუბრა იმ მიღწევებზე, რომლებიც ხელისუფლებას ევროინტეგრაციის გზაზე აქვს. მათ შორის კიდევ ერთხელ განუმარტა საზოგადოებას, რომ კონსტიტუციაში ევროპული კურსის შესახებ ჩანაწერი “ქართულ ოცნებას” ეკუთვნის. კანდიდატის სტატუსზე კი თქვა, რომ თუ დამსახურებულ მიღებაზეა საუბარი, სტატუსს საქართველო წლის ბოლომდე მიიღებს.
