ირაკლი ღარიბაშვილის მიმართვა ახალგაზრდებს
პრემიერ-მინისტრმა თქვა ისიც, რომ აქციებზე, იყვნენ ახალგაზრდები, რომლებიც მშვიდი ფორმით უჭერდნენ მხარს ევროპულ კურსს. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ეს ახალგაზრდები არ უნდა აღმოჩნდნენ დესტრუქციული ოპოზიციის გეგმებში ჩართულები. მთავრობის მეთაურის განცხადებით, სწორედ პოლიტიკოსები იყენებენ მიზანმიმართულად სტუდენტურ ძალას და ცდილობენ მათ დარწმუნებას, თითქოს „ქართული ოცნება“ ევროპულ გზას არ ირჩევს. ირაკლი ღარიბაშვილმა ახალგაზრდებს მიმართა და მოუწოდა, არ გადაიქცნენ პარტიების ბრძოლის ინსტრუმენტად და მანიპულაციების ობიექტად.
