პრემიერის პირველი შეფასება
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, რუსთაველის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციებზე ახალგაზრდების ნაწილი, რომელიც შეკრებილებს სცენიდან მიმართავდა, “ნაციონალურ მოძრაობასთან” ან მის პარტნიორ პარტიებთან იყო დაკავშირებული. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, აქციაზე ე.წ. “ფრანკლინის კლუბის” ახალგაზრდები და ზურაბ ჯაფარიძის პარტიის წევრები განსაკუთრებულად პროვოკაციულად იქცეოდნენ.
