ველოდრომის თასი ქროსში
თბილისის ველო სპორტის კავშირის ორგანიზებით, დიდ დიღომში ველოდრომის თასი ქროსში ტურნირი ჩატარდა. შეჯიბრში 80-მდე ველომრბოლელი მონაწილეობდა და როგორც სპორტსმენებში, ასევე მოყვარულების სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიებში გამოვლინდნენ გამარჯვებულები. ჩემპიონებს და პრიზიორებს მედლები თასები, ასევე ფულადი ჯილდოები გადაეცათ.
