ახალი საბავშვო ბაღი ქობულეთში
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ქობულეთის მერთან, ლევან ზოიძესთან ერთად ქობულეთში თანამედროვე სტანდარტების საბავშვო ბაღის მშენებლობას გაეცნო. ბაღი 210 აღსაზრდელზეა გათვლილი. მიმდინარეობს ფასადისა და ეზოს მოწყობის სამუშაოები.
