სამელიორაციო ინფრასტრუქტურული პროექტები კახეთში
კახეთში, მიმდინარე წელს, 60 000 000 ლარზე მეტი ღირებულების სამელიორაციო ინფრასტრუქტურული პროექტები დაიწყება. მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განიხილეს საქართველოს მელიორაციის გენერალურმა დირექტორმა და კახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა რეგიონის მუნიციპალიტეტების მერებთან შეხვედრაზე. თენგიზ ნასარიძემ ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელ პირებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა იმ პროექტებზე, რომლის განხორციელებაც მუნიციპალიტეტებში უახლოეს პერიოდში დაიწყება.
