ხაბეიშვილის ბრძოლა სააკაშვილის თავისუფლებისთვის
ნაციონალური მოძრაობის წევრები სააკშვილის საკითხთან დაკავშირებით სტასბურგში შეხვედრებს გამართავენ. გიორგი ჩალაძე და პეტრე ცისკარიშვილი სტრასბურგში ხვალ გაემგზავრებიან. როგორც პარტიის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი ამბობს, სააკაშვილი ციხიდან უნდა გათავისუფლდეს. მმართველ გუნდში, კი აცხადებენ, რომ ნაციონალური მოძრაობის წევრები სააკაშვილის ჯანმრთელობით ისევ სპეკულირებენ და ამით ქვეყანას აზიანებენ.
