უკრაინის კულტურის სამინისტროს მოწოდება
უკრაინის კულტურის სამინისტრომ მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინული მართლმადიდებელი ეკლესიის ყველა ბერსა და მსახურს მარტის ბოლომდე კიევ პეჩორის ლავრის დატოვებისკენ მოუწოდა. როგორც კულტურის მინისტრმა განმარტა, მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ კიევ პეჩორის ლავრის უსასყიდლოდ გამოყენების შეთანხმება 29 მარტიდან უქმდება. გადაწყვეტილება უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის დასკვნებს ემყარება, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ მონასტრის მიერ სახელმწიფო ქონების გამოყენების შეთანხმების პირობები დარღვეულია.
