პროვოკაციული განცხადება უკრაინიდან
საქართველოში მეორე ფრონტის საჭიროებაზე და მის შესაძლო წამომწყებზე ამჯერად უკრაინელი პროპაგანდისტი, ზელენსკის და სამთავრობო ნარატივის გამტარებელი სავიკ შუსტერი საუბრობს. გადაცემაში „სტუმრად დიმიტრი გორდონთან“ საქართველოში მიმდინარე პროცესები და მეორე ფრონტის გახსნის საკითხი განიხილეს. გადაცემის სტუმარი უკრაინელი ჟურნალისტი, სავიკ შუსტერი იყო, ინტერვიუს კი გორდონის ცოლი, ალესია ბაცმანი უძღვებოდა. კითხვაზე, სადამდე მივა ეს პროტესტი, გაიმარჯვებს თუ არა ოპოზიცია და თუ კი, დაიწყებენ თუ არა ისინი ბრძოლას აფხაზეთისთვის, გახსნიან თუ არა მეორე ფრონტს, შუსტერმა უპასუხა, რომ ახლა ამას არ ფიქრობს, რომ საქართველო რუსეთთან კონფლიქტში შევა, განსაკუთრებით კი სამხედრო კონფლიქტში, მაგრამ მისი განცხადებით, კონფლიქტში შევა, თუ ოპოზიცია გაიმარჯვებს, კერძოდ, მიხეილ სააკაშვილის პარტია.
