მკვლელობა მარტვილში - დამნაშავე დაკავებულია
პოლიციამ მარტვილში დააკავა 50 წლამდე მამაკაცი, რომელმაც 86 წლის დედა სავარუდოდ ბლაგვი საგნით მოკლა. ოჯახის ინფორმაციით, მკვლელობა ორი დღის წინ მოხდა და შემთვევის დროს დედა-შვილი სახლში მარტო იმყოფებოდა. შვილმა დანაშაული დაფარა და ორი დღის განმავლობაში როგორც ჭირისუფალი სამძიმარს იღებდა, ხოლო ოჯახის წევრებსა და ნათესავებს უმტკიცებდა, რომ ქალი მაღალი წნევის შედეგად დაეცა და გარდაიცვალა. ქალს ექპერტიზა უკვე ჩაუტარდა. ოჯახის ინფორმაციით, ცხედარს სისხლის კვალი და დაზიანებები თავისა და ზურგის არეში აღენიშნება. ოჯახისთვის მკვლელობის მოტივი უცნობია. სავარაუდო მიზეზად მამაკაცის ფსიქოლოგიურ პრობლემებს ასახელებენ. ბრალდებულმა დანაშაული აღიარა.
