სოციალურად დაუცველ ოთხ ოჯახს სახლები გადაეცა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ქობულეთის მერთან, ლევან ზოიძესთან ერთად სოციალურად დაუცველ ოჯახებს ესტუმრა და 4 ოჯახს ინდივუდუალური ტიპის სოციალური სახლები გადასცა. 2023 წელს ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი ქობულეთში დამატებით 12 ოჯახისთვის აშენდება, რისთვისაც 800 000 ლარია გათვალისწინებული. ასევე, ქობულეთში 200 ოჯახისთვის დაგეგმილია 2 მრავალ ბინიანი სოციალური სახლის მშენებლობა.
