შუალედური/რიგგარეშე არჩევნები
29 აპრილის შუალედური, რიგგარეშე არჩევნებისთვის საუბნო საარჩევნო კომისიების წევრობის მსურველთა განაცხადების წარდგენის ვადა ამოიწურა. საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ გამოცხადებულ 1312 ვაკანტურ ადგილზე სულ, 1347 განაცხადი დარეგისტრირდა. ინფორმაციას ცესკოს პრესსამსახური ავრცელებს. ცნობისთვის, 29 აპრილს, ამომრჩევლები აირჩევენ საქართველოს პარლამენტის ფოთი, სენაკი, ხობის მაჟორიტარ დეპუტატს, გურჯაანის, თიანეთის, ახალციხის, ტყიბულის, ქუთაისის საკრებულოების მაჟორიტარ დეპუტატებს, ასევე ცაგერისა და თერჯოლის მერებს.
