კიევში ფინეთის პრემიერი ჩავიდა
კიევში ფინეთის პრემიერ მინისტრი ჩავიდა. სანა მარინი კიევში წმინდა მიქაელის ტაძარში, ბახმუტთან ბრძოლაში დაღუპული და „ვინჩის“ მეტსახელით ცნობილი უკრაინელი მეთაურის, დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრო, უკრაინის პრეზიდენტთან გამართულ პირისპირ შეხვედრაზე, კი დაადასტურა, რომ ფინეთი უკრაინას დამატებით 29 მილიონი ევროს ოდენობით ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევს.
