ვითარება უკრაინაში
ბოლო დღეების განმავლობაში რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ მებრძოლებმა დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტის აღმოსავლეთ ნაწილის დიდი ნაწილი დაიკავეს, ახლა კი ფრონტის ხაზი ქალაქის ცენტრში, მდინარე ბახმუტკაზე გადის. ინფორმაციას დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვა ავრცელებს. უკრაინის გენერალური შტაბის ცნობით, კი გასული დღე-ღამის განმავლობაში უკრაინის თავდაცვის ძალებმა ხუთი მიმართულებით მოწინააღმდეგის 100-ზე მეტი თავდასხმა მოიგერიეს. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ცნობით, რუსულმა არმიამ დონეცკის ოლქზე 29 საავიაციო და ოთხი სარაკეტო დარტყმა განახორციელეს. ოკუპანტებმა 100-ჯერ გახსნეს ცეცხლი ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან. არიან დაშავებულები მშვიდობიან მოსახლეობას შორის. დაზიანებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა და საცხოვრებელი სახლები.