სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება
„მამასახლისი და სხვები საქართველოსა და რუსეთის წინააღმდეგ“ საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაქვეყნა. მოსამართლეთა პალატამ ერთხმად დაადგინა, რომ ორი მოსარჩელეს მიმართ რუსეთმა დაარღვია ადამიანის უფლებათა კონვენციის სამი მუხლი. დადგინდა რომ მოსარჩელეებს ოკუპანტი ქვეყანა არაადამიანურად და დამამცირებლად მოექცა, დაარღვია თავისუფლების, უსაფრთხოების და სამართლიანი სასამართლოს უფლება. სტრასბურგის სასამრთლოს გადაწყვეტილებით, საქართველოს მხრიდან კონვენციის დარღვევას ადგილი არ ჰქონია. საქმე ეხება 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომამდე პერიოდს. კერძოდ, ლევან მამასახლისისა და გრიგოლ ნანავას დაკავებებს 2001 და 2003 წლებში, შესაბამისად, ასევე მათ მიმართ აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების მხრიდან არასათანადო მოპყრობას, გასამართლებასა და დაკავებას. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, რუსეთმა უნდა გადაუხადოს მამასახლისსა და ნანავას 35-35 ათასი ევრო მორალური ზარალის ანაზღაურების სახით.