ლომჯარია ტელეკომპანია „იმედს“ არ აღიარებს
ნინო ლომჯარია ტელეკომპანია „იმედს“ არ აღიარებს. ამის შესახებ მან ფეისბუქზე დაწერა - “ აღარ ვაღიარებ ღიად რუსული პროპაგანდის საშუალებებს, როგორიცაა „იმედი“, „პოსტ ტვ“, „ალტ ინფო“ და სხვები. ყველა ვინც იქ მუშაობთ, იფიქრეთ იმაზე, რომ ხართ ან ინსტრუმენტი, ან დეკორაცია რუსული პროპაგანდის. ის ასევე ამბობს, რომ გამარჯობას არ ეტყვის იმ დეპუტატებს, რომლებმაც, პირველ მოსმენაზე გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტს მხარი დაუჭირეს. ჩვენ ლომჯარიასთან შეკითხვების დასმა ვცადეთ, თუმცა ყოფილი სახალხო დამცველი, ტელეკომპანია „იმედს“ გაურბის. ნინო ლომჯარიას ამ განცხადებას, პოლიტიკოსები, ექსპერტები და საზოგადოების წარმომადგენლები გამოუხმაურნენ.
